1. პროექტის სახელი: უცხო (Fremder)
2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოსწავლეები მსჯელობენ იმის შესახებ, თუ ვინ არის მათთვის უცხო, რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისაგან, და მაინც, რა აქვთ მათ საერთო.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ერთმანეთს გააცნობენ თავიანთ მოსაზრებას თემის ირგვლივ , გამართავენ დისკუსიას იმის შესახებ, თუ რას გულისხმობენ ისინი სიტყვაში ''უცხო''. რას ნიშნავს მათთვის '' უცხო'', რაღაც ახალს, სხვაგვარს, სრულიად განსხვავებულს თუ უბრალოდ, გაუგებარს. მაგალითად, რაღაც უცნობი ხელნაწერის დანახვისას, რომლის არც წაკითხვა და, მით უმეტეს, არც გაგება შეგვიძლია, უცებ ვხვდებით, რომ ეს ჩვენთვის უცხოა, მაგრამ საკმარისია ის ენა ვისწავლოთ, რამდენიმე სიტყვა ამოვიკითხოთ უცნობი ტექსტიდან, რომ ის აუცილებლად ნაცნობი, მისაღები და გასაგები ხდება ჩვენთვის. ასეა ადამიანიც. დედამიწაზე ბევრი სხვა და სხვა ეროვნების ადამიანი ცხოვრობს და ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდება, მაგრამ სწორედ ეს განსხვავება ქმნის მსოფლიოს საინტერესოს და მიმზიდველს. ყველა ეროვნების ადამიანის გაგება და შეყვარება შეიძლება, თუ ამის სურვილი გვექნება. ყველა ადამიანი ხომ, თავისი ინდივიდუალობის მიუხედავად, მაინც ერთნაირია და უამრავი საშუალება არსებობს უცხო ნაცნობი და შენთვის მისაღები გახადო. ერთ-ერთი საშუალება უცხო ენების შესწავლაა, რაც სხვა და სხვა ეროვნების ადამიანებთან გვაახლოებს და მას, მის შინაგან სამყაროს საცნობს, გასაგებს და ახლობელს ხდის. ასევე ძალიან ბევრი შეუძლია ადამიანის პირად სურვილს, დაინახოს სხვა ისეთი, როგორიც მას სურს და მის მიმართ განიცადოს ის, რაც მას უნდა. ამიტომ, სადაც სურვილია, იქ გაცნობას, დაახლოებას, უცხოს ნაცნობად გადაქცევას არაფერი უდგას წინ, რადგან მიუხედავად რასისა, ეროვნებისა, კანის ფერისა თუ რელიგიური შეხედულებისა ყველას ხომ მაინც ერთი მზე გვათბობს და იმ ერთი მიწის შვილები ვართ, რომელსაც დედამიწა ქვია. (Wir sind nicht aus demselben Land, aber trotzdem geben wir uns die Hand)
ამ თემასთან დაკავშირებით მოსწავლეები პასუხობენ შემდეგ კითხვებს:
ა. რას გულისხმობთ თქვენ ცნებაში " უცხო''?
ბ. იყენებთ თუ არა უცხო ენების ცოდნას ''უცხო'' ადამიანების გასაცნობად?
გ. გყავთ თუ არა უცხოელი მეგობრები და თუ არ გყავთ, გაქვთ თუ არა სურვილი გაიცნოთ ისინი, თუნდაც ინტერნეტის საშუალებით?
დ. გქონიათ თუ არა შემთხვევა, თქვენთვის ჩვეული გარემო ან თუნდაც კარგად ნაცნობი ადამიანი სრულიად უცხოდ მოგჩვენებიათ, და პირიქით, საერთოდ უცხო პიროვნება უცებ რაღაცით ნაცნობი და ახლობელი გამხდარა და ბევრი საერთოც აღმოგიჩენიათ?
ე. და მაინც, ვინ არის უცხო, სრულიად უცნობი, გაუგებარი, თქვენთვის მიუღებელი პიროვნება, თუ უბრალოდ, სადღაც შორს მცხოვრები ადამიანი, რომელიც სხვა ადამიანებისაგან არაფრით განსხვავდება?
4. მონაწილეთა ასაკი: 13-15 წელი
5. ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მე-10 და მე-11 კლასის სახელმძღვანელოში გათვალისწინებულია მსგავს თემებზე სამუშაოების შესრულება. მოსწავლეები გაეცნობიან მოცემული თემატიკისათვის საჭირო მასალას.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შექმნიან მცირე ზომის ვებ.ბლოგებს.
8. სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეები უფრო მომზადებული შეხვდებიან უცხო გარემოს, რაც გაუადვილებს მათ საზოგადოებაში დამკვიდრებას.
9. სამუშაო ენა: ქართული და გერმანული
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: ამ პროექტში შეიძლება მონაწილეობა მოოღონ ჩვენი ქალაქის სხვა სკოლის მოსწავლეებმაც.
11. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
12. პროექტის ფასილიტატორი: ნათია გაფრინდაშვილი ჭიათურის №2 საჯარო სკოლა
13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: natiagaf5.gmail. com
14. პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: natiagaf5.blogspot.com
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий